ყოფილი ზემო ბოლნისი, სარკინეთი, დემირ-სუ, ინჯაოღლი - სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ბოლნისის თემში. მდებარეობს მდინარე ბოლნისისწყლის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 615 მ, ქალაქ ბოლნისიდან 12 კმ-ის დაშორებით.
istoria
სოფელში, გზასთან ახლოს, მთის კალთაზე არის გვიანი შუა საუკუნეების ეკლესია, რომლის დასავლეთ ფასადზე, შესასვლელი კარის თავზე არის ქართული ლაპიდარული წარწერა.
სოფლის მახლობლად არის ნასოფლარი დემირ-სუ მდინარე ბოლნისისწყლის მარცხენა ნაპირზე, ბოლნის-ხაჩინის მხარეს, შემორჩენილია დარბაზული ტიპის ორი დაზიანებული საყდარი. მათგან ერთი 1641 წლით თარიღდება. ნასოფლარის ადგილზე ჩანს მარნები და ქვევრები. შეიმჩნევა არხის კვალიც.
demografia
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი |
2014 |
365 |
185 |
180 |
|